გინახავთ   სამება–ჯიხეთის  მონასტერი?

2. პროექტის  მთავარი  იდეა (თემა)  1–2  წინადადებით:  სურვილი გაგვიჩნდა მოგვეწყო ექსკურსია ჯიხეთის  დედათა მონასტერში, რომელიც მდებარეობს სოფ.  ჯიხეთში, ნიგოითის მთაზე,  გურიის  ქედის  ჩრდ. კალთაზე,  ზღვის  დონიდან  250 მ.  მთავარი  იდეა  სწორედ  იმაში  მდგომარეობს,  რომ ბავშვებისთვის  უცხო  არ იყოს  საკუთარი  კუთხის  სილამაზე  და  მშვენება.
  
3.  პროექტის  აქტუალობა:  ეს  პროექტი  ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებში  ცოდნისა  და  უნარ-ჩვევების  დაუფლებას.  ისწავლიან  ინფორმაციის  შეგროვებას  და  საჭიროების  მიხედვით  მის  გამოენებას.

4.  პროექტის  მიზნები:  ღრმად  შეისწავლიან  მონასტრის  წარმოშობის  ისტორიას,  გამოიმუშავებენ  კვლევა  ძიებისა  და  სინთეზური  აზროვნების  უნარს.  მოახდენენ  მოპოვებული  მასალების  საფუძველზე  სხვებისთვის  შთაბეჭდილებების  გადაცემას.

5. მონაწილეთა  ასაკი:  7–8 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი  კვირა.         

7. მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:  თითოეული  ჯგუფი  წარმოადგენს  მოპოვებულ  მასალას,  ეს  იქნება  ფოტოზე  ასახული,  ან  სხვადასხვა საშუალებებით მოპოვებული  ინფორმაციები. ამის შემდეგ ვახდენთ წარმოდგენილი მასალის  პრეზენტაციას. ხდება შთაბეჭდილებების გაზიარება,  ინტერვიუს  გაცნობა,   ფოტო  ალბომების  შექმნა,  ჩაიწერა  მოკლე  ისტორია  ტაძრის  შესახებ   და   დამუშავდა  კედლის  გაზეთი:  ,,ჯიხეთი–ჩემი  კუთხის  მშვენება“.
         ყოველ  4 დეკემბერს,  ღვთისმშობლის  ტაძრად  მიყვანის დღეს, მონასტერში  იმართება  დიდი  დღესასწაული–ჯიხეთობა.  ორივე  ჯგუფს  უჩნდებათ  სურვილი,  სწორედ  ამ  დღეს  დაგეგმონ  მომდევნო  ექსკურსია  და  მოისმინონ  დღესასწაულზე  ჩატარებული  წირვა–ლოცვა.

8.  პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  ტრანსპორტი,    ფოტოაპარატი,  გიდი.

9.  პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):  რადგან  კლასში  ათი  მოსწავლეა,  იქმნება  ორი  ჯგუფი,  რომლებიც  ინაწილებენ  დავალებებს.
პირველ  ხუთეულს  ევალება  გადაუღონ  ფოტოები  ტაძრის  ეზოში  არსებულ  ყველა  საოცრებებს.  ეს  იქნება  ძველად  ნაშენი,  თუ  ახლად  დაგეგმილი  ხუროთმოძღვრული  ნიმუშები,  რომლებიც  მრავლად  მოიპოვება  მონასტრის  ეზოში.  მეორე  ხუთეულს  ეძლევათ  დავალება:  მოიძიონ  მასალები  იქ  მოღვაწე  სასულიერო, (თუ  შესაძლებელი  გახდება  აიღონ  ინტერვიუ).  აგრეთვე  ევალებათ  მცირედი  ინფორმაცია  მოიპოვონ  იმ  ადამიანების  შესახებ,  რომლებიც  ოდესღაც  მოღვაწეობდნენ  ჯიხეთის  მონასტერში  და  მათი  საფლავები  ეხლაც  არსებობს  მონასტრის  ეზოში (თუ,  რა  თქმა  უნდა  ეს  მათთვის  ხელმისაწვდომი  გახდება).

10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: 
ხელოვნება:
ს. გ. II. 10.  მოსწავლე  მონაწილეობს  სხვადასხვა  სახის  ღონისძიებებში.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:

  •  ეცნობა  კულტურულ  მემკვიდროებებს  ექსკურსიაზე.

    ს. გ. II.  12.  მოსწავლეს  შეუძლია განასხვავოს  ერთმანეთისგან  ხელოვნების  დარგი  და  ჟანრი  და  დუკავშიროს  ისინი  ყოველდღიურ  ცხოვრებასთან.


    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:


    • საუბრობს ხელოვნების ნიმუშებზე, რომელიც ყოველდღიურ  ცხოვრებაში  ხვდება  (არქიტექტურული  ძეგლი,  ქანდაკება  და  სხვა)  და  გამოხატავს  საკუთარ  დამოკიდებულებას (რომელი  მოსწონს  და  რატომ).


    11. პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ეთერ  თოდუა

    12. ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:  eteritodua@gmail.com